ავჭალის ხედი |
გადმოცემით მდინარის ახლოს განლაგებული, გაუვალი ჭაობებით დაფარული ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ავი სულები ბინადრონდნენ. მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან "ავი ჭალის" სახელი ეწოდა. ავჭალა თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. მანამდე იგი გარდაბნის ერთ-ერთი სოფელი იყო, რომელიც თბილისი ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედის მთისწინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ავჭალის დასახლება უძველესი დროიდან არის ცნობილი. დიდი თურქობის დროს XI საუკუნი 80-იან წლებში თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. დავით აღამშენებლის ისტორიკოსი დიდი თურქობის დროის ამბების აღწერისას ამბობს :" ზამთრისა მოწევასა ფალაგნებითა მათითა ჩამოდგიან ავჭალას(ჰავჭალას) და დიღომს (დიღუამს)". IX-XI საუკეში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა. XII-XIII საუკუნეებში კი კახეთის საერისთაოს ეკუთვნოდა.XVIII საუკუნის დასაწყისიდან სოფელი ავჭალა თავად გურამიშვილთა მამული შედიოდა. გურამივილის სასახლე, რომელიც მტკვრის ნაპირზე (ახლანდელი ეგრეთ წოდებული შუშის ქარხნის ტერიტორიაზე იყო აგებული), გალავნით იყო შემორტყმული და აქვე იყო აგებული საგვარეულო ეკლესია. სასახლემ XIX საუკუნის შუახნამდე მიუღწევია, ხოლო ეკლესიამ XX საუკუნის 50-იან წლებამდე. მანამ მას მთლად მოშლიდნენ მასში სასაწყობო მეურმეობა მოაწყვეს კომუნისტების პერიოდში. ავჭალისკენ მიმავალ გზას აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილი მის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის პირვალ გეგმაზე. დედაქალაქის ტერიტორიაზე ის გარეთ ავლაბრისა და ჩოღურეთს შორის გადიოდა. იგივე გაზა არის აღნიშნული XIX საუკუნის დასაწყისში ტიხონოვის მიეღ შედგენილ სიტუაციურ გეგმაზე – სოფელ კუკიასთან, კვირაცხოველის გაღმა, სადაც ის ორად იყოფოდა. მტკვართან უფრო ახლოს გამავალ გზას ეწოდებოდა „ქვემო გზა სოფელ დიდ ავჭალამდე“, ხოლო მეორეს – „ზედა გზა“, ძველად ავჭალის გზა გალავნის ავლაბრის კართან იწყებოდა, რომელიც XVIII საუკუნემდე დღევანდელი მეტეხის აღმართზე მდებარეობდა ავჭალის გაზა სოფელ ჩოღურეთს ორად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფდა. იმ დროისათვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც თბილისს ჩრდილოეთთან აკავშირებდა.
ტრამვაი ავჭალაში |
XVII საუკუნის დასაწყისში არაგვის ერისთავმა ნუგზარმა მდინარე მტკვარზე, ახლანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდის ადგილას, ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი „2-3 მალიან“ ხიდის აგება გადაწყვიტა. მის მიერ აღნიშნულ ადგილზე ხიდის აგება მიგვნიშნებს, რომ XVII საუკუნეში „ავჭალის გზას“ გამოცოცხლება დაუწყია და თავისი პირვანდელი ადგილი დაუკავებია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში.
ავჭალის აუდიტორია , მუშათა დეატრი თბილისში დაარსდა 1893 წელს. თავდაპირველად აქ მშოაბას შეუდგა მუშათა და ხელოსანთა თეატრალური დასი, მოგვიანებით კი-რუსული და სომხური დასები. საქართველოშ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ავჭალის აუდიტორიას ეწოდა პროლეტარული თეატრი, იარსება 1925 წლამდე .
ძველი ავჭალა |
Комментариев нет:
Отправить комментарий