იოანე ნათლისმცემლის ტაძარი |
წელიწადის ნებისმიერ დროს მორწმუნებს იზიდავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სასწაულ მოქმედი წყარო, რომელი საიდან იღებს სათავეს არავინ იცის. ზაფხულში ცივი, ზამთარში თბილი. საიდან აღარ მოდიან მლოცველები რწმენით მიახლოებული იკურნებიან დაავადებებისგან.
ავჭალის წმ. ქეთევანის სახელობის ტაძარი |
ქეთევან წამებულის, წმ გიორგის, კლიმენტი რომის პაპის, ევდოკიმე ვატოპედალის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, საბა გამწმენდელის, კვირიკეს , ივლიტას, იოანე ნათლისმცემლის, წმ. მარინეს წმინდა ნაწილები, ღვთიშობლის კვართის ,,უფლის საფლავის ლოდის და იმ ღრუბლის ნაწილი რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს პირზე მიადეს. სინას მთის ქვა, რომელზედაც ყოველ მხრიდან მაყვლის ბუჩქია გამოსახული, ხის ნაწილი, რომელზეც ზაქე იყო ასული,დიმიტრი თესანოკელის მირონი, პანტანასას „ყოველთა დედოფლის“ ხატი, რომელიც XVIII საიკუნის ხატის ასლია. მასთან ლოცვით მრავალი ადამიანი განკურნებულა ავთვისებიანი სიმსიმნისაგან. პანტანასას ასლი ჩამოაბრძანეს საქართველოში 2004 წლის 3 სექტემბერს. ქეთევან წამებულის ტაძარში დასვენებულია ივერის ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა, ეს სასწაული დაიწო 1999 წლის 31 დეკემბერს. ღამისთევის მსახურებაზე.მირონი სდიოდა ჯვარცმასაც, რომელიც აღმართულია გოლგოთის მთიდან ჩამოტანილ ლოდზე. ტაძარში დაბრძანებულია ღვთიშობლის ხატი, რომლის წინ ქეთევან დედოფალი ლოცულობდა სიცოცხლის ბოლომდე. ხატს მიაგნეს საფრანგეთში, მოლაპარაკებისა და დიდი ძალისხმევის შედაგად ხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს. საქართველოში ჩამობრძანებისას ხატს ცრემლი გადმოუგორდა. მისი კვალი ახლაც ატყვია ღმრთისშობლის თვალებს. ქეთევან წამებულის სახ. ტაძრის ეზოში კიდევ ორი ეკლესიაა. ერთი იოანე ოქროპირის, ბასილ დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის, ხოლო მეორე – სერაფიმ საროველის სახელობის.
საკულტო ნაგებობის ნანგრევები |
წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარი მესამე ტაძარია მსოფლიოში. ერთ-ერთი მათგანი რომშია, სწორედ იქ იჯდა საპყრობილეში ჯაჭვებით დაბმული პეტრე მოციქული, რომელიც იესომ თავის ღვთიური ძალით იხსანა, გისოსები აქთ-იქით გასწია და მოციქულმა თავის დაღწევა შესძლო. ეს მოხდა 29 იანვარს, ამიტომ რომშიც და საქართველოშიც ას დღე ჯაჭვთა თაყვანისცემის დღთაა წოდებული.
ავჭალის წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მამათა მონასტერი |
ყოველი წლის 29 იანვარს ავჭალაში იმართება დიდი საეკლესიო დღესასწაული. ამ დღეს ყველა ავჭალელი თავისა სტუმრებთან ერთად მიემართება მაღლა მთაზე წმინდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძრისაკენ. იქ მოილოცავემ შემდეგმ უკან ბრუნდებიან და შუაღამემდე იმართება საერო ზეიმი.
წმ. პეტრე მოციქულის ჯაჭვები.რომი. |
Комментариев нет:
Отправить комментарий