воскресенье, 10 ноября 2013 г.

32-ე ბიბლიოთეკა

32-ე ბიბლიოთეკის შესასვლელი. 
ავჭალის 32-ე ბიბლიოთეკა გაიხსნა 1956 წელს.
ბიბლიოთეკა მდებარეობს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ავჭალის დასახლებაში ლიბანის ქ.#1. ბიბლოთეკის ფართობი 100კვ/მ-ია. ბიბლიოთეკა შედგება ორი განყოფილებისაგან, ფონდის საცავი და საკითხი დარბაზი. წიგნადი ფონდი შეადგენს 30000.აგრეთვე ბიბლიოთეკაში არის კატალოგი : ანბანური და სისტემატური. ბიბლიოთეკა ეხმარება მკითხველს რათა გააცნოს ბიბლიოთეკაში არსებული კატალოგისა და ლიტერატურის სახეები.
ბიბლიოთეკა ეხმარება ყოველწლიურად 1000-ზე მეტ მკითხველს და  მასზე გასცემს 2000-ზე მეტ ბეჭდურ ერთეულს.
ბიბლიოთეკას მჭიდრო ურთიერთობა აქვს დასახლებაში არსებულ დაწესებულებებთან, მათ შორის საბავშვო ბაღთან. აგრეთვე 118-ე , 119-ე, და 120-ე სკოლებთან, ადგილობრივ და ტოლვილ მოსახლეობასთან. 
ბიბლიოთეკა თანამშრომლობს სარაიონო და საქალაქო ბიბლიოთეკებთან. მკითხელებთან ეწყობა საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე.
ბიბლიოთეკაში სულ ირიცხება 1020 მკითხველი, მათ შორის ბავშვები 551 , 16 წლის ზევით 435, დამსწრეთა რაოდებობა 1500 , სულ გაცემულია 16075 ბეჭდური ერთეული.
ყოველწლიურად ბიბლიოთეკაში იმართება ლიტერატურული საღამოები. აღსანიშნავია საბიბლიოთეკო ცხოვრებაშიპირველად ჩატარებული მკითხველის საიუბილეო საღამო რომელიც 1995 წელს გაიმართა.ამ ღონისძიების ინიციატორები გახლდნენ წიგნის მოყვარულთა საზოგადოების რაიონული გამგეობა  ( თავჯდომარე  ინეზა  ღვალაძე  )   და 32-ე ბიბლიოთეკა .
სამკითხველო დარბაზი . 
#32 ბიბლიოთეკა არის პროფილის მიხედვით უნივერსალური ფონდის მქონე. ეს ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულია საბავშვო და მოზრდილთა ლიტერატურით. მოიპოვება ყველა სახის ლიტერატურა. ემსახურება ბიბლიოთეკა: იურისტებს,ბავშვებს, პედაგოგებს,  მედიცინის მუშაკებს, პენსიონერებს და ა.შ. 
დღესდღეობით ბიბილიოთეკაში 20 000 წიგნი ირიცხება გარდა ქართულ ენოვანისა,არის რუსული და სხვადასხვა ენოვანი წიგნებიც. ფონდების დაყოფა ხდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით. ბიბლიოთეკის მომავალ გეგმებში შედის: დაკომპლექტება უახლესი ლიტერატურით, ინვენტარით, კომპიუტერის შემოტანა, ახალ-ახალ საღამოებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა დაწესებულებებთან აქტიური მუშაობა,განსაკუთრებით სკოლებთან და ლიცეუმებთან.


Комментариев нет:

Отправить комментарий