пятница, 8 ноября 2013 г.

კოშკი ზემო ავჭალაში

ავჭალასთან , მდინარე მტკვარზე, ხელსაყრელო ფონი იყო, რითაც მტრები მათ შორის ლეკი მოთარაშეებიც სარგებლობდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში 1724 წელს მტრისგან თავდასაცავად მტკვრის გაყოლებაზე სოფელ დიდუბემდე ციხე-კოშკები აუშენებიათ, სულ  12. მათგან 11 მთლიანად დაინგრა ისე, რომ მათი კვალი არსად დარჩა. მხოლოდ ერთი ავჭალაში ახლაც დგას ვახტანგ ლომიშვილის საკარმიდამო ეზოში. აღნიშნულ კოშკს მიწისძვრისა და დიდძალი ნალექებისაგან დროთა განმავლობაში ჩამოეშალა ცალი მხარე. რესტავრატორებმა გაწმინდეს ჩამოშლილი ქვა-ღორღისაგან, გაანთავისუფლეს აღსადგენი ადგილი და აღმოაჩინეს რომ კოშკს საძირკველი საერთოდ არ ჰქონია. რაც მეტად გასაკვირია. კოშკი დგას იდეალურად მოსწორებულ ადგილას ათი მეტრის დიამეტრის უსაძირკვლოდ, კედლების სისქე ორი მეტრია, კოშკის საერთო სიმაღლე 15 მეტრი. იგი შედგება სამი სართულისაგან. სართულები ერთიმეორეს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით. მეორე სართულზე არის ბუხარი კედელში დატანებული ბოლსადენი არხით. პირველ და მეორე სართულებზე დატანებულია სათოფურები. მესამე სართულზე ქონგურებია სათოფურებით, სადაც ძირითადათ იმყოფებოდნენ მეომრები-დამცველები.
ძირითადათ სოფელი ავჭალა ამ კოშკის ირგვლივ იყო გაშენებული.ერთერთი გადმოცემის თანახმად ზემოდ ხსენებულ კოშკსა და იქვე მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას საიდუმლო გვირაბი აკავშირებთ, რომლის კარიც ეკლესიის საკურთხევლში მდებარეობს. მტრის მოულოდნელი იერიშების დროს ტაძარში წირვა- ლოცვაზე მყოფი ხალხი ამ გვირაბის მეშვეობით კოშკს აფარებდა თავს . თუმცა რესტავრაციისას მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინეს და ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

ჩვენ გავესაუბრეთ იმ ოჯახის უფროსს, რომლის ეზოშიც  ეს კოშკი იდგა. მან საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა.
- რას გვეტყვით ამ კოშკის შესახებ?
- როგორც ჩემი ბაბუისგან გამიგია, ეს კოშკი ააშენეს მეჩვიდმეტე საუკუნეში და მტრის შემოსევებისას ხალხი თავს აფარებდა. მეოცე საუკუნეში ჩემი წინაპრების თაოსნობით ჩაუტარდა რესტავრაცია და დაუბრუნდა პირვალნდელი სახე. 
- ამჟამად ვის საკუთრებაშია ეს კოშკი?
- როგორც დანარჩენი სხვა ისტორიული ძეგლები, ეს კოშკიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 
კოშკი ამჟამად კარგ მდგომარეობაშია და შეუძლია დააკმაყოფილოს დამთვალიერებელთა ცნობისმოყვარეობა,თუმცა დღეს იგი უკვე მის გვერდით მდებარე იოანე ნათლისმცმემლის სახელობის ტაძარს ეკუთვნის.კოშკი ჩაკეტილია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღებენ,პირველ სართულზე განთავსებულია ტაძრის საწყობი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий