пятница, 8 ноября 2013 г.

118-ე საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლა სოფელ ავჭალის სკოლის ბაზაზე შეიქმნა. წერა-კითვის გამავრცელებელი სახოგადოების მიერ, გამოგზავნილი 16 წლის ლიზა წვიმაძის ხელმძღვანელობით, 1895  წელს დაარსდა სოფელ ავჭალის სკოლა. ის თავდაპირველად
სოლომონ ბერიტაშვილის სახლის ერთ ოთახში ფუნქციონირებდა და მეცადინეობას რამოდენიმე  მოსწავლე ესწრებოდა. სკოლა 4 წლიანი იყო, იგი 1943 წელს დაიშალა. მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის გამო საჭირო გახდა სკოლისთვის შენობა აეგოთ.
გასაბჭოების  შემდეგ თავად ბაზლიძის სახლში გაიხსნა ავჭალის საშუალო სკოლა. მისი ხელმძღვანელი იყო მირიან დოლიძე, იგი შეცვალა აკაკი ფოჩხუამ, მისი ფრონტზე გაგზავნის შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდა ბიჭიკო სიმონია.
1950 წელს ავჭალაში შეიქმნა ამიერკავკასიის მნიშვნელობის ლითონკონსტრუქციების ქარხანა, მის აგრშემო დასახლებულ ტერიტორიას ეწოდა "ზემკა" თანდათანობით ხდებოდა მოსახლეობის ზრდა და შესაბამისად იმატებდა მოსწავლეთა კონტიგენტი. ავჭალის საშუალო სკოლა იყო პატარ და ვერ იტევდა მოსწავლეთა დიდ რაოდენობას, რაც გახდა, მიზეზი 1954 წელს აშენებულიყო ზმეკაში 118-ე საშუალო სკოლა. სკოლის პირველი დირექტორი იპოლიტე ბერაძე იყო .
სკოლას პროფილი განსაზღვრული ქონდა, 1987 წლიდან სკოლაში ინტენსიურად ისწავლებოდა გერმანული ენა. გერმანელი კოლეგები ულრიკე რაინტანცი და ჰაინერი ბური გარკვეული წლების მანძიულზე მუშოაბდნენ ჩვენს სკოლაში. ჩვენი მსოწავლეები მონაწილეობდნენ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკაციის კონკურსშიდ ა წარმატებებსაც აღწევდნენ. კერძოდ, 1990 წელს  სკოლამ მიიღო მოწვევა გერმანიის ქალაქ საარლუსუდან შედგა ჯგუფი 15 მოსწავლის ოდენობით , რომელიც ერთი თვით გერმანიაში გაემგზავრა.
118-ე საჯარო სკოლამ ფეხი აუწყო განათლების რეფორმას და ამის შესაბამისად პედაგოგიური კოლექტივის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა . სკოლაშ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლებას და სწავლის ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა ნიჭის და უნარის განვითარებას.
ჩვენი სკოლა, სადაც დღესდღეობით 1096 მოსწავლე სწავლობს , თბილისის ღირსეულ სკოალთა შორის თვ;ება სრულიად დამსახურებულად. 118-ე საჯარო სკოლამ შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა: ქვეყანასათანე რთად გაუძლო პოლიტიკურ და სოციალურ კოლიზიებს, საქმიანობის ერთადერთი სურვილით დაბლა არ დაეშვა ილიას დროშა .
იმედია ჩვენი სკოლა არც მომავალში დაკარგავს თავის ავტორიტეტს .

  •  ავჭალაში ასევე მდებარეობს 119-ე, 120-ე საჯარო სკოლები. 

Комментариев нет:

Отправить комментарий