119-ე სკოლა. |
ავჭალისა და სოფელი გლდანის გამყოფი გორა ამ მხრივ ცუდ მდგომარეობაშია. იგი დანაგვიანებულია. ამასთან,თანდათანობით იშლება და საფრთხეს უქმნის სოფელი გლდანის მოსახლეობას და ავჭალის 119-ე სკოლას. გორაზე თანდათანობით იმატებს ჭაობები და თუ სასწრაფოდ არ დაირგება ნერგები და არ გასუფთავდება გორა, ფატალურ შედეგებამდე მივალთ. რამოდენიმე თვის წინ უკვე დაემუქრა საფრთხე 119-ე სკოლას, 2 კვირიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სკოლამ ფუნქციონირება განაგრძო,თუმცა დღეს იგი მაინც საფრთხის წინაშეა.
რიგით მეორე პრობლემას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზა. ,,თბილისის შემოვლითი რკინიგზის” პროექტი გულისხმობს თბილისის ცენტრალური ნაწილში
(სადგურ დიდუბედან სადგურ ნავთლუღამდე მონაკვეთი) არსებული რკინიგზის ხაზის გაუქმებას და შემოვლითი სარკინიგზო ტრასის აშენებას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტს ახორცილებს სახელმწიფო კომპანია - შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზა”. შემოვლითი რკინიგზის გაყვანის გამო ავჭალის სააგარაკო
შენების პროცესში და შემდგომ |
დღეს,ავჭალაში ყველაზე საშიშ ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის ცენტროლიტში მდებარე ცემენტის ქარხანა. 2010 წელს „კავკაზ ცემენტმა“ დაარსა შვილობილი კომპანია „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ და დაიწყო ბეტონისა და ნედლეულის წარმოება, ქარხანა მდებარეობს ანდრონიკაშვილის ქუჩაზე. მტვერი, რომელიც ცემენტის დამუშავებისას გამოიყოფა, მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გახშირებულ ყელის ტკივილსა და ფილტვების პრობლემებს ცემენტით მოწამვლას უკავშირებენ. აქაურებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება, თუმცა მწვავე
ტოქსიკური ნიშნები ჯერ არ აღენიშნებათ. გარდა მტვრისა, აწუხებთ ხმაური, რომელიც მუშაობისას ისმის, საწარმო კი მუშაობს შეუსვენებლად, ხშირად - ღამითაც. როგორც ამბობენ, ხმაურით გამოწვეული უძილობა მათში გაცილებით სერიოზულ დაავადებებს იწვევს, თუმცა მტვერი, გარდა დაავადებისა, პრობლემებს უქმნის დიასახლისებსაც; შეუძლებელია სარეცხის გარეთ გაფენა, შეუძლებელია სახლებში მტვრის გამოლევა. ცემენტის მტვერს უკავშირებენ მცენარეების გახმობას, უნაყოფობას. მოყვანილი ბოსტნეული, რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა აღარ არის. ავჭალაში რამოდენიმეჯერ უკვე ჩატარდა აქცია ქარხნის წინააღმდეგ,თუმცა მხოლოდ იმას მიაღწიე რომ ორი წელია, ფილტრის გამოყენება დაიწყო, რაც ცემენტის გადამუშავების დროს გამოყოფილ მტვერს რამდენიმე მეტრით მაღლა ტყორცნის და მხოლოდ ამის შემდეგ იფანტება ჰაერში. ასე რომ, ეს მტვერი ისევ მოსახლეობას “უბრუნდება”, ოღონდ ქარხნიდან ცოტა მოშორებით, დაახლოებით სარაჯიშვილის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად, უფრო მეტ საფრთხეს ქმნის და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს აზიანებს. გადაჭრის გზად,ერთადერთი ქარხნის მოსახლეობისგან მოშორებით გადატანა მიგვაჩნია,რადგან ქარხანა ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას. (ვიდეო მასალა იხილეთ აქ: http://news.ge/ge/news/story/66331-avchalis-mosakhleoba-tsementis-qarkhnis-gadatanas-moitkhovs )

ეს და სხვა მრავალი პრობლემები დიდი ხანია,რაც გადასაჭრელია,თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი არ გვარდება.იმედს ვიტოვებთ,რომ უახლოეს მომავალში ავჭალის მოსახლეობასაც მიხედავენ.